ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიციაში გამოკითხვაზე წასვლამდე “ვერის ბაღში” შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. ვასაძე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტში მომხდარ ინციდენტებსა და რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ბიზნესმენის განცხადებით, ეს ყველაფერი დაგეგმილია, რადგან დღეს რუსთაველზე შეკრებილებს შუაში ჩაუყენონ “ლგბთ”-ები. “მაგარ რაღაცეებს მოგიყვებით ხალხო! რა დაიწყეს დილიდან, გააქანეს და შვილს გამოგლიჯეს მამა, ჩვენი ოქროსავით კაცი გურამ ფალავანდიშვილი, თითქოს პროვოკატორი და დივერსანტი ყოფილიყოს, გააქრეს. დაიწყეს დაპატიმრება ჩვენი ყველა ორგანიზატორის, ვინც წესრიგისკენ მოუწოდებდა. ხომ ვთქვი, რომ კომბლები სხვენში, ხომ ვთქვი, გავაუქმოთ – რომ გვითხრეს ეგ ბანდფორმირებაა. საზოგადოება ვცდილობთ, თვითორგანიზებას და ბრბოდ გინდათ გვაქციოთ და დაგვაჯახოთ რუსეთის ინტერესების დასაცავად. ახლა რა ხდება, დააკავეს გურამი, მიაყოლეს და დააკავეს ყველა ეს ჩვენი ბიჭები. რომლებიც რომ გავაუქმეთ ეს ჩვენი ათისთავები და ასისთავები. ვუთხარით, რომ მოვალთ და ისე დავშლით თქვენს კორდონებს, გააქანეს და დააკავეს ეს ჩვენი ბიჭები ორგანიზატორები” – განაცხადა ლევან ვასაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენია დაკავებული, ვასაძემ უპასუხა რომ ზუსტი ციფრი არ იცის, მაგრამ ბლომად ხალხი არიან დაკავებულები. “გამაქანეს და მეც დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე, რასაც ვითხოვდი ამდენი ხანი, მაინცდამაინც დღეს დამიბარეს. ახლა რა სცენარი ვითარდება -ამათი გეგმა არის, დღეს რუსთაველზე რაც შეიძლება ბევრი “ლიბერასტი” იქ შეყარონ რუსეთის საწინააღმდეგოდ, შიგნით ჩაუყენონ ეს ჭინკები და “ელჭყეპეტები,” ვაი-ვუი, არც კი ვიცი რა ჰქვიათ. როდესაც ჩვენ იქ მივალთ წესრიგის დასაცავად, იტყვიან რომ ჩვენ ვართ რუსეთის აგენტები. აი ეს ხდება, ხალხო!” – მიმართა ლევან ვასაძემ “ვერის ბაღში” შეკრებილებს.
ლევან ვასაძე – დაიწყეს დაპატიმრება ჩვენი ყველა ორგანიზატორის, მეც დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე
2019/06/20 17:28:24

ნანახია: 579 ჯერ