“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. გიგა ბოკერია ემიჯნება პარლამენტში შეჭრის მოწოდებებს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს შეიკავონ თავი ამ ტიპის მოქმედებებისგან.
„უნდა დავრჩეთ მშვიდობიან ჩარჩოებში. მშვიდობიანად ვერ შეხვალ პარლამენტში, იმიტომ რომ პოლიციაა იქ. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს შეიკავონ თავი ამ ტიპის მოქმედებებისგან“ , – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები