სირიის ქალაქ ალეპოში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.
მეამბოხეებმა სამთავრობო ძალების ალყა გაარღვიეს და რამუსის რაიონზე კონტროლი დაამყარეს.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაიონია, ის ალეპოს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს, სწორედ იქ გადის ჰუმანიტარული დერეფანი.
დამკვირვებლების ინფორმაციით, ქალაქის ამ ნაწილში ბოლო სამი დღის განმავლობაში არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ოფიციალური დამასკო ალეპოზე კონტროლის დაკარგვას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებმა მეამბოხეების შეტევა მოიგერიეს.
კომენტარები