BBC ინფორმაციით, აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლისას 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა მომხდარს „ტეხასის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე“ უწოდა.
ცეცხლი სავაჭრო ცენტრ Walmart-ში 21 წლის კაცმა გახსნა, რომელიც უკვე დაკავებულია. პოლიციის ინფორმაციით, მსროლელი ელ პასოდან 1000 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალენში ცხოვრობდა. მედიის ინფორმაციით, ის პატრიკ კრუსიუსია.
კომენტარები