Bloomberg-ის ინფორმაციით, ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანიების Activision Blizzard-ის, Electronic Arts-ისა და Take-Two Interactive Software-ის აქციები 5%-ით გაუფასურდა.
აქციების გაუფასურება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება. 4 აგვისტოს ღამით აშშ-ის ორ შტატში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ საუბრისას, ტრამპმა საზოგადოებაში, მათ შორის ინტერნეტსა და ვიდეოთამაშებში „ძალადობის წახალისება“ დაგმო.
კომენტარები