ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ექსპერიმენტი სამხრეთ უანგაის პროვინციაში ჩატარდა. პოლიგონიდან ორი რაკეტა გაუშვეს, რომელიც მიზანს მოკლე მანძილზე ანადგურებს. ორივე იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
ჩრდილ კორეის მორიგი სამხედრო ექსპერიმენტი სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების მიერ დაწყებულ ერთობლივ წვრთნებს დაემთხვა. ფხენიანმა მის საზღვრებთან მანევრების დაწყების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. კიმ ჩენ ინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი სწავლება არღვევს სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მიზნით დაიდო.
კომენტარები