მომღერალ პინკის საკონცერტო გუნდი ავიაკატასტროფას გადაურჩა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პოპვარსკვლავის კოლეგები, შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი იმყოფებოდა, დანიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ასაფრენ ბილიკზე კი ცეცხლი მოედო.
პინკის პროდიუსერების განცხადებით, თავად მომღერალი ბორტზე არ იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, შესაბამისად, დაგეგმილი კონცერტი დათქმულ დროს ჩატარდება.
პინკი კონცერტს ქალაქ ჰორსენში ორშაბათს გამართავს.
კომენტარები