უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონფლიქტებთან დაკავშირებით ერთობლივი დოკუმენტის მომზადება შესთავაზა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კომენტირებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტს დღეს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია.
პრეზიდენტებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, ევროინტეგრაცია და ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები.
„დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთის მხრივ კონფლიქტებთან მიმართებით და მეორე მხრივ ევროკავშირის მიმართულებით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.