შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შს სამინისტროს ცნობით, სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.
განახლებულ შენობაში სამაშველო განყოფილების 15 თანამშრომელი, მათ შორის, გემწამყვანები, მყვინთავები და წყალზე მაშველები მუშაობენ.
შს სამინისტრო სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
შსს-მ ქობულეთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა
2016/08/14 10:27:09
ნანახია: 2054 ჯერ