„ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი ნანა საჯაია ერთ-ერთი გავლენიანი ტელეარხ Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პროდიუსერი გახდა. სასიამოვნო სიახლე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში მეგობრებს თავად გაუზიარა და იმ ადამიანებს, ვინც გვერდში ედგა, მადლობა გადაუხადა.
„ნელსონ მანდელამ თქვა, ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ. 290 აპლიკაცია, უამრავი ინტერვიუ და 31 უარყოფითი პასუხი. საბოლოოდ Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკის გაშუქების პროდიუსერი ვარ.
გამიმართლა, რომ ნუნუ ჯაფარიძემ მირჩია, დაუჯერებელი თავგადასავალი გამეარა. ეს ძალიან რთული წლები იყო. მადლობა ყველა მეგობარს, ოკეანის ორივე მხრიდან ”, – წერს ნანა საჯაია.
კომენტარები