თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება უძლიერესი პოლიტიკური სვლა იყო.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, სააკაშვილმა საბოლოოდ უთხრა თავის ამომრჩეველს, რომ გაემიჯნონ ბოკერიას დაჯგუფებას.
„თბილისი პატარაა და ჩვენ ყველას რაღაცები გვსმენია, მაგრამ არასოდეს ვიჯერებ იმას, რაშიც თავად არ დავრწმუნდები და ლოგიკურ ჯაჭვს არ მივუყვები. რასაც თვეების განმავლობაში ვუყურებ, „ევროპული საქართველოს“ ეს ჯგუფი არ იქცევა კარგად. ეს გაერთიანებისკენ მიმართული არ არის ხოლმე. რაც შეხება სააკაშვილს, ბევრი განცხადება შემიძლია ჩამოვთვალო, რა არ მომწონებია, მაგრამ ამჯერად ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური სვლა. ამით, პრაქტიკულად, თავის ამომრჩეველს საბოლოოდ უთხრა, გაემიჯნეთ ბოკერიას დაჯგუფებას. მე ეს ასე აღვიქვი“, – განმარტა თაკო ჩარკვიანმა.