შორენა ბეგაშვილი ქმარს გაშორდა. მსახიობმა Instagram-ზე განქორწინების მოწმობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე იყო.
Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.
მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.
თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რასაც განქორწინების ფოტოც მოწმობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე დადო.
აღსანიშნავია, რომ ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.
კომენტარები
