აზარტული თამაშები არის სოციალური პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და დარეგულირება სჭირდება ისე, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემასთან კომპლექსური მიდგომაა საჭირო – განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, სპორტი, სამართალდამცავი კომპონენტი, ფსიქოლოგიური დახმარება და ეკლესიის მონაწილეობა.
კომენტარები