ქართული ოცნების ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამედიცინო ცენტრ “მედალფა“-ს სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, C ჰეპატიტის პროგრამასა და ექიმებისა და ექთნების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექთნების როლზე სამედიცინო მომსახურების პროცესში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ გონიოში დაბრუნდება და თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა- გადარჩენის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მინისტრი ადგილზე მობილიზებულ პირად შემადგენლობასთან მორიგ ოპერატიულ თათბირს ჩაატარებს და სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დამატებით დეტალებს გაეცნობა.
თავდაცვის მინისტრი ადგილზე დახვდება თურქულ ხომალდს და ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმას მოისმენს, რის შემდეგაც მათთან ერთად გავა ზღვაში და სამძებრო ღონისძიებაში უკვე პირადად ჩაერთვება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9 კაციანი ეკიპაჟით. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებს სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.
შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
ხვალ ლევან იზორია ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში, თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად ჩაერთვება
2016/08/19 00:48:23
კომენტარები
ნანახია: 1788 ჯერ