თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი ქალბატონის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იგი თურქეთში 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ავტოავარია თურქეთის ბანდას რაიონში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი შიდა რეისს ასრულდებდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიის შედგად დაიღუპა ორი და დაშავდა 20-მდე ადამიანი.
კომენტარები