“პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის მომხრეებს მიმართავს:
“ჩვენი აქციის მონაწილეებს: იცოდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. იყავით მხნედ, რადგან მართლები ვართ. ღმერთი იქაა, სადაც სიმართლეა.
უკვე დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე ჩვენ ვიდგებით რესპუბლიკის მოედანზე!
აქცია მშვიდობიანია.
ვინც ჩვენთან მოდის, ესმის, რა ფასი აქვს გონივრულ ქმედებებს.
ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, ჩვენ გვინდა მშვიდი, სტაბილური საქართველო!
ჩვენ ამ შანსს ჯერ ნაცმოძრაობა გვართმევდა, ახლა “ქართული ოცნება” გვართმევს.
ამიტომ ჩვენი ფორმულა მარტივია- მინუს ყველა, ვისაც არ უყვარს ეს ქვეყანა და ვინც არაა გულწრფელი ამ სიყვარულში, ვინც ემელაკუდება საკუთარ ხალხს.
სწორედ ეს ხალხი, ეს წესიერი და მრავალგზის მოტყებული ხალხი ზოგს პროპორციულად, ზოგს – შერეულად და ზოგსაც ინდივიდუალურად (სხვადასხვა მიმართულებით) გაგისტუმრებთ.”,-წერს ინაშვილი
