მათი ამოსავალი მიზანია ხელისუფლების დამხობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ყველა მათი განცხადება, ყველა მათი გამოხატულება აზრისა თუ ქმედების, არის საბაბი, რომ პროცესები გაიწელოს, იმიტაცია შეიქმნას, თითქოს რაღაცას აპროტესტებენ. თუმცა, მათი რეალური მიზანი და ზრახვა არის ხელისუფლების დამხობა. ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. მათი ამოსავალი მიზანია ხელისუფლების დამხობა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ქართული სახელმწიფოს გაჩერება. ერთ შემთხვევაში. საბაბად გამოიყენეს გავრილოვის შემთხვევა, ახლა საბაბად იყენებენ საარჩევნო სისტემის შემთხვევას და თქვენ ნუ დაიჯერებთ, რომ მათ მართლაც სურთ რომელიმე საარჩევნო მოდელის შემოტანა. ეს არის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოემზადებოდნენ იმ საარჩევნო სისტემის ფარგლებში, რომელიც გვაქვს და რომლის ფარგლებშიც შეცვლილა ხელისუფლება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს დემოკრატიული საარჩევნო მოდელი არ არის“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.