ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.
ანჯაფარიძის თქმით, თუ გასულ წლებში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ზოგჯერ რეაგირება არ ხდებოდა, ახლა დეზინფორმატორებს ეს კომფორტი აღარ აქვთ.
„ამ მოვლენების ორომტრიალში ბევრმა შეიძლება ვერც შეამჩნია, როგორ შეიცვალა ბოლო წლებში, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა. თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ეხლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ, და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი, რასაც მე პირადად მივესალმები.
როგორც კი ღარიბაშვილი და ერთი პიროვნების გარდაცვალებაზე დეზინფორმაციული კამპანიის სხვა მონაწილეები დაიბარეს სადაც საჭიროა და „შეაჯანჯღარეს“, ხომ ნახეთ, რა სახეებით გამოვიდნენ და როგორ უცბად უკან წაიღეს ნათქვამი.
ერთხელ ჩერჩილმა თქვა, ბოლშევიზმი აკვანშივე უნდა ჩაკლაო. დეზინფორმაციაც და მანიპულაციაც აკვანშივე უნდა ჩაკლა!!!“, – წერს ანჯაფარიძე.

