რა რჩევა მისცა ჟურნალისტმა და პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ყოფილი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის დედას. ამის შესახებ მან „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ამჯერად სააკაშვილს კი არა, გიული ალასანიას, როგორც დედას, ვურჩევ, მიშა ექიმებთან მიიყვანოს. ეს ადამიანი კრიტიკულ ასაკშია და მისი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. მას არა მხოლოდ ფსიქოლოგის დახმარება, არამედ უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ჩარევა სჭირდება. მე ვიცნობ მიშას და ვხედავ, რომ ცუდად გამოიყურება. ჰაბიტუსზეც ეტყობა, ავად რომ არის. კარგი იქნებოდა მისი იზოლაცია და მკურნალობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 52 წელი მამაკაცისთვის კრიტიკული ასაკია და ვიდრე სავალალოდ არ დასრულებულა ყველაფერი, ყურადღების მიქცევა სჭირდება!“ – აღნიშნა ლალი მოროშკინამ.
კომენტარები