ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“თუ ნაციონალები და მათი ანასხლეტები ჩვენ საზოგადოებას აწვდიან სიყალბეს, დამახინჯებულ ფაქტებს, ეწევიან მანიპულაციებს, რატომ ვერ შეძლებენ ამას ჩვენ საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობისას? ლობისტებიც კარგად ეხმარებიან.
– ტეხასის და ოკლაჰომის შტატების მაჟორიტარი კონგრესმენები ახორციელებენ მათი ლობისტების, შემომწირველი ნავთობკომპანიების ინტერესებს, მაგალითად, “ფრონტერას”.
– საზოგადოებაში ვხედავ განწყობებსა და შეკითხვებს – რატომ არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ლობისტები აშშ-ში?
– აქაურ დიპკორპუსს ელ-ფოსტით რომ ბომბავს ნაცების დეპუტატი გვარამიას არხის “დღის წესრიგით”, “ოცნებიდან” ანალოგიურს აკეთებს ვინმე?..
– მმართველმა გუნდმა საზოგადოებასთან კომუნიკაცია ავად თუ კარგად გამოასწორა. თუმცა, კიდევ ბევრია დასახვეწი. ხარვეზებია საგარეო ფლანგზე, ამას თავადაც აღიარებენ. ზოგადად, დემოკრატია და კომუნიკაცია ერთ ადგილზე არ დგას, მუდმივად ვითარდება და იხვეწება”, – წერს გია აბაშიძე.