„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ბოკუჩავა ამბობს, მას თალაკვაძისგან აინტერესებს, რატომ არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.
არჩილ თალაკვაძის თანაშეწმემ თინა ბოკუჩავას უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი და მას ჯერ ვერ მიიღებს.
ბოკუჩავამ უმრავლესობის კვოტით ვიცესპიკერების კაბინეტებში შესვლა და მათთან შეხვედრაც მოითხოვა, მათ შორის მამუკა მდინარაძესთან, გია ვოლსკთან და კახა კუჭავასთან, თუმცა ვერ შეძლო.
დილით პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირება იყო, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვას აპირებდნენ.