„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე იუმორისტულ თოქშოუს “კაცები” სტუმრობდა. გადაცემის წამყვანებმა მსახიობს ჰკითხეს, თუ როგორია მზარეული კონსტანტინე თედელური სახლში და რა კერძებით ანებივრებს მეუღლე.
“არ მინდა ის პროდუქტი ვახსენო, რასაც ვჭამ დღე გამოშვებით მაინც, იმიტომ რომ ჩემი ქმარი არ მიკეთებს საჭმელს. ძალიან კარგად იცის, ამზადებს გემრიელს საჭმელს, მაგრამ ჩემთვის ვერ იცლის. მოკლედ, დავრჩი ანაკომით. ძალიან, რომ ვთხოვ ხოლმე, სუპს გამიკეთებს, სხვათაშორის ერთ დღეს გამიკეთა მაწვნის სუპი, ძალიან მიყვარს, ოღონდ მაწვნის მაგივრად, არაჟანი მოიტანა, შეეშალა და მერე გაამაწვნა რაღაცნაირად, ჯადოქარია.”
კომენტარები