ხვალ, 11 თებერვალს გახდება ცნობილი, იმ საკადრო ცვლილების შესახებ, რომელიც ტელეკომპანია “იმედში” განხორციელდა, – განუცხადა “2020NEWS”-ს “იმედის” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა, რომელთანაც სააგენტომ მედიაში განხორციელებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად ნიკა ლალიაშვილი ინიშნება. მან “2020NEWS”-ს დაუდასტურა, რომ არხის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.
ციტა ხნის წინ “პრაიმტაიმმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არხის მოქმედ გენერალურ დირექტორს, ელდარ მდინარაძეს ნიკა ლალიაშვილიჩაანაცვლებს და არხის თანამშრომლებს საკადრო ცვლილებას და დაგეგმილ სიახლეებს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააცნობენ.
თავად ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება ელდარ მდინარაძეს, ჩვენი ინფორმაციით, ის გენერალური დირექტორობიდან არხის სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლებს.