ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“გუშინ, უგულავას შვილზე რომ ყრიდნენ ცრემლებს, 38 თვით საპატომროში გაშვების წინ, ერთი ამ ლამაზი ბიჭის შვილებს ჰკითხოს ვინმემ გიორგი გამცემლიძე სად არის? საააააად? რამდენი თვის მერე მოვა? გამეცით პასუხი, სად ეგდო მაშინ გვარამია, რატომ არ დაინტერესდა გიორგის შვილები უმამოდ როგორ არიან და თქვენ ისევ მოსვლას აანონსებთ ხელისუფლებაში,ვერ მოხვალთ ვერა. დიახ,დიახ.
დამიბრუნეთ სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში დადიოდა,სიხარული და ღიმილი დაჰქონდა თან.
დიახ,დიახ. .სიცოცხლეა ბაზისი, იმისა რაც ადამიანს ასულდგმულებს,დიახ,დიახ სიცოცხლეა ის, რაც უფალმა გვიბოძა.
და ის …მე, შენ წამართვი….ესეიგი უფალს შექმნილი დაუწუნე,უფალი ხომ ზეცაშია და დაგვყურებს,გაკვირდება, კიდევ რას გააფუჭებთ, დიახ,დიახ, რას გააფუჭებ და რა,არ გიფიქრია ამაზე, უფალმა ადამიანი ხომ ფიქრისათვის გააჩინა.
მეტი რა უნდა დამიშავოთ, შვილი მომიკალით და მეც შეგაკვდებით თუ ეს საჭირო გახდება. ნაცხროვა და მისი ანასხლეტები ვერასდროს ვეღარ ეღირსებით ვერაფერს ამ ქვეყანაში და იმ ქვეანაში კი იხარშება კუპრი თქვენთვის”– წერს ჯამბულ გამცემლიძე