ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება-არდაბრუნება არის ლაკმუსის ტესტი ოპოზიციისათვის, თუ რამდენად აქვთ სახელმწიფოებრივი და საღი პოლიტიკური მიდგომა საკითხისადმი.
მგონი საელჩოებმაც მიახვედრეს, მაქსიმალურად დიპლომატიურად, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წასვლა, მიუხედავად მომხდარისა, კონტრპროდუქტიული ნაბიჯია მათი მხრიდან.
ოპოზიციის უმეტესობა წელიწადის მეტ დროს ევროპასა და ამერიკაში ატარებს, მაგრამ დასავლური პოლიტიკური კულტურის და ეტიკეტის შეთვისების ნიშანწყალიც არ ეტყობათ, მიუხედავად იმისა რომ დასავლური ორიენტაციის ფლაგმან-ადეპტებად გვევლინებიან.
ეხლა მოუწიათ დრო რომ საქმით დაამტკიცონ ეს…”
კომენტარები