დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურში
მკურნალობს, “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევა”, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.