„მაშინ, როცა COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა გასულ კვირას მილიონს გადააჭარბა, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის. გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა აქ მოულოდნელი წარმატებით მიმდინარეობს„ წერს The Telegraph.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეს მაშინ, როდესაც კორონავირუსის ეპიდემიამდე საქართველოს არც თუ ისე მაღალი ადგილი ეკავა ჯანდაცვის გლობალურ ინდექსში, რომელშიც შეფასებულია ქვეყნების უნარი დაავადებებთან ბრძოლაში.
„მზადყოფნის კატეგორიაში საქართველოს შარშან 42-ე ადგილი ეკავა და ძალიან უმნიშვნელოდ გამოიყურებოდა უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და შვედეთი), მაგრამ მაშინ, როცა COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა გასულ კვირას მილიონს გადააჭარბა, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის. გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა აქ მოულოდნელი წარმატებით მიმდინარეობს. ამასობაში კი შედარებით უფრო შეძლებულ დასავლეთევროპულ ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. რატომ? მართალია, გასათვალისწინებელია ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოს მცირერიცხოვანი მოსახლეობა, მაგრამ, როგორც ჩანს, საგანგაშო მდგომარეობის გამოცდილების წყალობით ეს ქვეყნები უკეთ არიან მომზადებულნი, ვიდრე მათი უფრო კომფორტული ცხოვრებით განებივრებული მეზობლები– წერს სტატიის ავტორი კამილა ტომინეი.
მისი თქმით, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ (პარტია „ქართული ოცნება“) Daily Telegraph-ს განუცხადა, აქ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ „ადრეულ ეტაპზე გადამწყვეტი ზომების მიღება“, არამედ ის ფაქტი, რომ „ისტორიულად ქართველები ყოველთვის ებრძოდნენ და ამარცხებდნენ გასაჭირსა და პრობლემებს.
„როგორც მთავრობამ, ისე ქართულმა საზოგადოებამ სწრაფად გააცნობიერეს ამ საფრთხის მასშტაბები. ადრე ეტაპზე მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ვირუსთან ბრძოლაში და ეკონომიკის დაცვის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა გახარიამ.
The Telegraph – საქართველოში გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოულოდნელი წარმატებით მიმდინარეობს
2020/04/07 12:53:11
კომენტარები
ნანახია: 607 ჯერ