ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორ თვეში ქართულ ჯარს საუკეთესო ფირმის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი ეცმევა.
“უახლოეს 2 თვეში, ჩვენს სამხედროებს ეცმევათ იმ ფირმის ფეხსაცმელები, რომლებიც მაგალითად გერმანიის ჯარს აცვია. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა “ლოვა” და “ჰაიქსი”. გარდა ამისა, ჩვენს ჯარისკაცებს ექნებათ “ნატოს” ქვეყნების სტანდარტის ფორმები.”– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ‘postv”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
კომენტარები