ჩვენ ისეთი ხელისუფლება გყავდა „ნაცმოძრაობის“ სახით და ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომ ჩემში პირადად არავითარ გაკვირვებას აღარ იწვევს მათი ასეთი უმსგავსო და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკლესიური ქმედებები. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ და მე ვიცი მათი განზრახვა, რომ მათი სურვილი იყო ეკლესიის კარების დაკეტვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფოს ჩამოშლა- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და მთავრობას უწევს ჭიდილი 2 ფრონტზე – ერთი უხილავ მტერთან და მეორე, ხილულ მტერთან.
„მე არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ეს ადამიანები რასაც სჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა მტრობა და ბოროტება. მათი უსუსური მცდელობის მიუხედავად, ვერაფერში ვერ დასდეს მთავრობას ბრალი და ბოლოს ისიც იკადრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ უპრეცენდენტო ქველმოქმედება ამორალურად გააკრიტიკეს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამ მცდელობების მიუხედავად, მთავრობა ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.