ბელგიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი კოლეგის, ვახო ხუზმიაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ( აჭარის ტელევიზიის ) ირგვლივ არსებული დავიდარაბა, აგერ უკვე რამდენიმე თვეა რაც გრძელდება.
თემა უცხოა და რაღატომღაც არ ჩამითვლია საჭიროდ ვრცელი კომენტარი გამეკეთებინა ამ მედიაში არსებულ დაპირისპირებებზე, თუმცა, არა, იმიტომ, რომ არც მწვადის და არც შამფურის არ დაწვის პოლიტიკით ვხელმძღვანელობ;
უბრალოდ, ამ რეგიონში არ მიმუშავია, როგორც ჟურნალისტს, არ ვიცი შიდა-სამზარეულო და ცხვირის ჩაყოფა იქ, სადაც ჩემთვის უცხო სივრცეა, მიზანშეწონილად არ მივიჩნიე.
მაგრამ, მაინც, ჩემი ყურადღება მიიქცია აქამდე ჩემთვის სრულიად უცნობი ფბ-მომხმარებლის, Nathia Zoidzeის მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულმა სტატუსმა, სადაც ეს ქალბატონი, ( როგორც გავარკვიე თავადაც ჟურნალისტი ) ხუზმიაშვილის ლაფსუსებზე წუხილით საუბრობდა და ხელისუფლების გავლენებზე აკეთებდა მახვილებს.
ამასთან დაკავშირებით, ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: 2018 წლის გაზაფხულზე, მაშინ როდესაც 2019 წლის 20 ივნისი, ჯერ კიდევ წინ იყო, მაშინ როდესაც არც სირცხვილია არსებობდა და არც “გახარია წადი”ს პლაკატებით დარბოდნენ, მე, როგორც მედიის წარმომადგენელი, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისას გამიტაცეს, გამიტაცეს და 8 საათი უკანონო პატიმტობაში მამყოფეს.
არცერთმა მედიამ არ შემიმჩნია, ( არადა ფაქტის ამსახველი კადრები გამოვაქვეყნე ) ცალკეულად აღებულმა ჟურნალისტებმა კი გამომიცხადეს სოლიდარობა, თუმცა კომენტარებისთვის განკუთვნილ გრაფებში, ჩემსავე ვოლზე, სახელისუფლებო მედია რა თქმა უნდა მბლოკავდა, და ახალმოსულ გახარიას, ენმ-ს მიერ კონტროლირებადი არხებიც ფრთხილად უყურებდნენ, მოკლედ ზაზა სვანაძის გამო თავი არ აიტკივეს…
მაგრამ გამონაკლისი იყო ერთადერთი ადამიანი, ვახო ხუზმიაშვილი, რომელმაც ეთერი დამითმო.
ყოველთვის მემახსოვრება მისი ეს გადაცემა !
მაშინ როდესაც ყველა დადუმდა, ვახო დინების საწინააღმდეგოდ წავიდა !
და აი ასეთ ადამიანზე, იმის თქმას, რომ მის უკან გარკვეული ძალები დგანან ხელისუფლებიდანო, უბრალოდ ვერ გავატარებ !
ვახო ხუზმიაშვილი წარმატებები !
ზუსტად ვიცი, აჭარის ტელევიზიას ძალიან გაუმართლა, შენი სახით.” – წერს ჟურნალისტი.