“დღეს ფაშიზმზე გამაჯვების დღეა და, ვინც თვლის, რომ ამ ყავისფერ ჭირზე გამარჯვება, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, ყველას ვულოცავ!”-ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, არ უნდა ვსვამდეთ კითხვას, თუ რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს.
“ერთი ვეტერანი მაინც იქნება ცოცხალი, ყოველთვის მივულოცავ მათ.
ჩვენთან ხომ ყველაფერზე უნდა დასვან კითხვები?! ჰოდა, ყოველწლიურად 2 კითხვა ისმის:
– უნდა აღვნიშნოთ თუ არა ფაშიზმზე გამარჯვების დღე?
– 8-ში უნდა აღვნიშნოთ, თუ 9-ში?
1. გუშინ მერკელმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და ერთმანეთს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცეს. პუტინის დედაც ვატირე, სანამ ოკუპანტის სტატუსს ატარებს (მერეც), მაგრამ თუ გერმანია აღნიშნავს, ჩვენ რატომ ვსვამთ ამ კითხვას?
2. რატომ 9-ში და ასე გადაწყვიტა მაშინდელმა გამარჯვებულმა მხარემ და 75 წელია ჩვენი ცოცხალი ვეტერანები 9-ში აღნიშნავენ. ასევე იმიტომ, რომ 8 მაისს კი მოეწერა ხელი კაპიტულაციას, მაგრამ იმ დღეს ჯერ კიდევ ომში იყო ყველა, ჯერ კიდევ იღუპებოდა ხალხი. 8-ში გამოვიდა სტალინის დადგენილება 9 მაისის არასამუშაო დღედ გამოცხადების შესახებ.
არასამუშაო დღე სადღესასწაულოდ 1965 დღიდან აღინიშნება. დღევანდელი რუსეთი ამ დღეს პროპაგანდისთვის იყენებს და ძალად ატენის მთელ მსოფლიოს. 9 მაისით, ანუ საერთო გამარჯვებით, პუტინი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცის შეკოწიწებას, რადგან სხვა გამაერთიანებელი აღარ დარჩათ.
თუ კი რაიმე კარგი მოგონება არსებობდა სსრკ-ს პერიოდზე, მათ მიერ ინსპირირებული სისხლისმღვრელი ომებით ყველაფერი ჩაწიხლეს.
დღეს ძალად გატენიან გიორგიევსკის ბაბთებს და ამ დღეს, როგორც იდეოლოგიას, რითაც უფრო მეტ ზიანს აყენებენ ამ დღეს.
ბავშვს ფაფა რომ აღარ უნდა და დედა ძალით უტენის პირში, ჭამე, ჭამეო. ლუკაშენკოს გუშინდელი და ადრინდელი მიმართვები მოისმინეთ, 9 მაისის რუსეთის მიერ პრივატიზებაზე საუბრობს.
მოკლედ, სანამ ჩვენთან ერთი ვეტერანი მაინც ცოცხალია, ამ დღეს აღვნიშნავ მათ საპატივცემულოდ, რუსეთმა სულაც რომ გააუქმოს ეს დღე. შემდეგ არ ვიცი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველა.
კარგი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ომების ვეტერანთა პატივისცემას თუ ვისწავლით და გავითავისებთ!”-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.