ეს არ არის იუმორისტული შოუ, ეს არის იდეოლოგიის უკანა კარიდან შეპარება,-ასე გამოეხმაურა ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი „მთავარ არხზე“ ვანოს შოუში გასულ სიუჟეტს, რომელშიც „ორი გვამის“ თემა იყო გაშარჟებული. გადაცემაში ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა და ორ გვამზე ხუმრობამ საკმაოდ გაახალისა.
„მიიყვანეს ეს სადისტი ადამიანი და მთელი რიგი ბრალდებები, რომელიც ხალხს გააჩნდა, იმ ძალადობრივი რეჟიმის ყველა სლოგანის გაშარჟება დაიწყეს. ჩვენ ვხედავთ აღიარებულ დამნაშვეს, რომელსაც ცდილობენ, რომ იუმორის გზით ჩამოაშორონ დანაშაული, რომელიც მის ზურგზეა. ეს იგივეა, ასადი რომ მიიყვანონ რომელიმე ღამის შოუში და ქიმიური იარაღის გამოყენებაზე იხუმრონ“,-განაცხადა ბლოგერმა. ვიდეო
კომენტარები