ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ტვ პირველში იწყებს მუშაობას – ამის შესახებ ტვ პირველის დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი მეგობარი და კოლეგა,საკუთარი საქმის პროფესიონალი, სამსახურიდან პოლიტიკური ეჭვიანობით გამოშვებული. უმაგრესი გოგო, დღეიდან უკვე ტვ პირველის თანამშრომელია.
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გუნდში. ისე მიხარიხარ, ისე, ისე, რომ გული მიჩუყდება.
ერთად რომ ბევრ საინტერესო რამეებს გავაკეთებთ, ეგ კიდევ უფრო მაბედნიერებს.
ხვალიდან გამოცხადდი სამსახურში – პატივისცემით უკვე შენი დირექტორი ი.გ“- წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.
კომენტარები