თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები ვერ მოიხსნება, თუმცა მინიმუმამდე უნდა დავიდეს.
„რისკები ყოველთვის არის ყველაფრის. რისკებს ვერასდროს მოვხსნით ვერაფერში, მაგრამ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. იმედია, გახსნა დაემთხვევა ალბათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაავადებათა ტემპის კლებას, იქ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. არ მგონია, ჩვენთან ეს გადაწყვეტილება მიიღონ ისე, რომ გარშემომყოფი ქვეყნების სიტუაცია და მდგომარეობა არ გაითვალისწინონ. თუ ამ გათვალისწინებით მოხდება ჩვენთან ტურიზმის განახლება, ასეთ პირობებში ალბათ, ნაკლები რისკები იქნება.
რისკი ყოველთვის იქნება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი რისკი არ იქნება, რომელიც ჩვენ ვერ შეგვაძლებინებს, რომ ეს სიტუაცია ვმართოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.