თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები
