ძალიან უარყოფითად ვარ, რა თქმა უნდა, განწყობილი ნებისმიერი ფეიკ-ნიუსის მიმართ, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.
“ფეიკ-ნიუსებთან დაკავშირებით, ნუ ახლა სახალხო დამცველი კომპეტენცია ნამდვილად არ არის აღნიშნული საკითხი, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ზოგადად ადამიანის უფლებების საკითხებზე და დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება ზოგადად ფეიკ-ნიუსების გავრცელება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში.
მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა საჯარო პირი მეტ ნაკლებად გამხდარა მსხვერპლი მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის, ფეიკ-ნიუსის თუ მაკომპრომეტირებელი, ასე ვთქვათ, კამპანიის. მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, როდესაც სისტემატიურად, მაგალითად სახალხო დამცველი განცხადებები მახინჯდება და ტყუილი არასწორი ფორმით ხდება მისი ორგანიზებულად და სისტემურად გავრცელება და ნამდვილად ეს უარყოფითად აისახება რა თქმა უნდა ჩვენს საქმიანობაზეც და იმიჯზე იმიტომ რომ საზოგადოება შედის შეცდომაში და ზოგადად ეკარგება ნდობა ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც უნდა დაიცვას მათი უფლებები.
ამიტომ, მე პირადად ძალიან უარყოფითად ვარ, რა თქმა უნდა, განწყობილი ნებისმიერი ფეიკ-ნიუსის მიმართ, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს გავრცელებული და რა თქმა უნდა ჩემი მოწოდება უნდა შეიძლება იყოს მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ, რომ დაიცვან ეთიკის ნორმები და სტანდარტები და მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თუ ცრუ ბრალდებებისაგან”, – აცხადება ნინო ლომჯარია.
