საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.
PHR ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს იცავს. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბასილაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.
სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა!
შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა! – წერია განცხადებაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.