დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან.
“რაც მე ფეისბუქზე ვნახე, რა ხდებოდა ფაბრიკაში… ყველას გვინდა, გასაგებია, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტა ხნით, სანამ პანდემია არის. ძალიან გთხოვთ, ნუ გავთამამდებით და დავიცვათ რეკომენდაციები… ბევრად უფრო მომატებული რისკია, რაც იმ დღეს “ფაბრიკაში” და “ღვინის ქარხანაში” ხდებოდა, ვიდრე ეროვნულ გამოცდებზე იმიტომ, რომ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები”, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები
