აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი, დაახლოებით, 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც.
„ჩვენთვის, მთავრობისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არის საფუძველი, რომ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ასეთი ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვშრომობთ“, – ნათია თურნავა.
შაქარზე ფასების კლება დაწყებულია და ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოების ფონზე საშუალება გაჩნდება ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს. გარდა ამისა, აგარის შაქრის წარმოების განახლებით 500 ადგილობრივი დასაქმდა.
ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
კომენტარები