შიში არაფერს აკეთებს, ის ძალიან ცუდი გრძნობაა, საჭიროა სიფრთხილე და არა შიში – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„შეიძლება, ვირუსის გადამტანი სახელურიც იყოს, თუ ეს არის ჩვეულებრივი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის სახელური, მათზე შეიძლება ვირუსი ერთი დღეც კი დარჩეს. ამიტომაა პირბადის ტარება აუცილებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში – სხვამ რომ დააცემინოს ან დაახველოს, ვირუსი სახელურს არ მოხვდეს, რომელსაც მერე შენ ხელს მოჰკიდებ. თუ მიდიხარ 2 გაჩერებაზე, წადი ფეხით და ის ავტობუსი მას დაუთმე, ვინც შორ გზაზე მიდის, ან მოხუცია და სიარული არ შეუძლია. 2 დღეში ციდან ახალი ავტობუსები ვერ ჩამოცვივდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
