საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის საპატრიარქო პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. ნათქვამია საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში რუსული მხარისადმი.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია და შესაბამისი წერილით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას ასევე მოსკოვის საპატრიარქოს, დასავლეთ ევროპის და სლავიანური დიასპორის მმართველს, მიტროპოლიტ იოანეს მიმართეს.
მათი განცხადებით, პარიზში 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია და საზღვარგარეთ მყოფ მართლმადიდებელ ქართველებზე სულიერად ზრუნავს.
კომენტარები