მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას უჭერდა მხარს 8 მარტის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი “ტვიტერში“ წერს. დიპლომატი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების მისაღწევად.
„მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, რათა საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კომენტარები