დიდი იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია გაჯანსაღდება და ნაცკლასტერს ბერად უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „postv“-ის ეთერში განაცხადა.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ ე.წ. პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ სათანადო პასუხი გაეცემა. დიდი იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია გაჯანსაღდება და ნაცკლასტერს ბევრად უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები