მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სოციალურ ქსელ „თვითერში“ დაწერა.
„ვწუხვარ, ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე“, – დაწერა ჰარცელმა.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
კომენტარები