ენძელა მაჭავარიანმა გიორგი გახარიას მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პრობლემაზე დაუსვა კითხვა. დეპუტატმა მაგალითად უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე მოიყვანა და დაინტერესდა რა ხერხი შეიძლება მოიძებნოს ამ ადამიანების დასახმარებლად.
„თუ შეიძლება რაიმე ფორმით გამოჩნდეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები რომლებიც არიან და არ შეუძლიათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჰქონდეთ, რით შეიძლება ამ ადამიანებს დავეხმაროთ? განზოგადებისთვის მინდა მოვიყვანო მაგალითი, აი 9 აპრილს როდესაც ქალბატონი მღეროდა, ერთ-ერთი უსინათლო. ერთადერთი უსინათლოა იქიდან ცოცხალი, ქალბატონი ლელა ვეფხვაძე, რომელიც ჩვენდასამწუხაროდ, მეტროში მღერის და ამით ირჩენს თავს და არ აქვს საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანს აინტერესებს რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ვეფხვაძის დასახმარებლად.