დღეს ოპოზიციისგან მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, რომ საქართველოშ ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები ქვეყანაში არის, არსებობს არასრულფასოვანი კვების პრობლემები, მაგრამ დღეს საქართველოში შიმშილით, საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვი არ იღუპება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ
მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი სტუმრობა პარლამენტში არის საქმიანი, უმრავლესობის დასმული კითხვები არის საქმიანი, მაგრამ უმცირესობის კითხვები არის უსაქმური და არაფრისმომცემი.
კომენტარები