მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა.
„თავისუფალი ზონის“ წევრმა ბესო კალაძემ თბილისის მერს დედაქალაში გაკეთებული საქმეების შესახებ ჰკითხა.
„თქვენ მესაუბრებით, “ბიჭოთი ” და ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი ხარ. რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი, იმაზე გაგვეცი პასუხი“, – მიმართა „თავისუფალი ზონის“ წევრმა დედაქალაქის მერს.
დაცვის თანამშრომლებმა ბესო კალაძე შენობიდან გაიყვანეს.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დედაქალაქის მერi დავით ნარმანია 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
კომენტარები