2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საბურთალოზე მაჟორიტარ დეპუტატობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს.
„პრაიმტაიმთან“ ის განმარტავს, რატომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, რატომ არ დაჯდა ოპოზიციასთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან ნინო ბურჯანაძის გამო და რას ჰპირდება ამომრჩეველს.
„ამ ბრძოლაში ორი წლის წინ ჩავები, რადგან დასავლური ფლანგი შესუსტებული იყო, რადგან მაშინ, ხალხს რაღაცის იმედი ჰქონდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პარტია შევქმენი, წინასაარჩევნო პიარში ნუ დამადანაშაულებთ და გეტყვით, რომ მე და ჩემს მეუღლეს გაგვიჭირდა იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ვეხმარებით.
გაჭირვებულთა რაოდენობა ელვის სისწრაფით იზრდება და მათი პატრონი არსაიდან ჩანს. როცა აქტიურ პოლიტიკაში ხარ, ბერკეტიც გაქვს – მიაღებინო მთავრობას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხს ყოფას შეუმსუბუქებს.
შიშველი ხელებით ვეღარ ვუმკლავდებოდი. ამის შესახებ ჩემმა დიდმა სამეგობრომ იცის. გაგრძელება