“პატრიოტთა ალიანსის” ნაძალადევის დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს რეპორტიორში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა.
“აუდიოჩანაწერების გავრცელება არის გზა, რომლითაც მიდის „ნაციონალური მოძრაობა” არევისკენ. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს არ აწყობს მოსმენები და მსგავსი ფაქტები, ეს არის ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურები. მათი წვლილი ამაში არ არის. როგორც წესი, ასეთ ჩანაწერს ავრცელებს ჩანაწერის რომელიმე მონაწილე – ან პაატა ბურჭულაძის გავრცელებულია, რომელსაც რეალურად უნდა ამ თამაშიდან გამოსვლა და სხვა გზა არ აქვს, ან ნიკა გვარამიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილია და არც არასდროს დაუმალავს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების სამსახური არ არის დაკავებული მოსმენებით, რადგან მათ უფრო რთული ამოცანა აქვთ.
საქართველოში არის შემოსული საკმაოდ ბევრი ჯგუფი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას 8 ოქტომბრის შემდეგ, მანამდე კი მსგავს ჩანაწერებს გაავრცელებენ”,- განაცხადა მოროშკინამ.