თუ პარტია მე ამიწყვია, დამიკომპლექტებია და ახლა ისევ მე ვშლი, გამოდის პარტია ჩემი ყოფილა და ეგ (პაატა ბურჭულაძე) ვისღა დაკარგვია?! – ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამ კაცს პატრონ-მყვარებელი არავინ შერჩა?! ურჩიეთ რამე: თუ მე ამიწყვია-დამიკომპლექტებია პარტია და ახლა მევე უშლი, მაშინ გამოდის რომ ჩემი პარტია ყოფილა და ეგ ვიღას დაკარგვია 🙂 თვითონ რომ სხვისი დანამატია, ვერ წარმოუდგენია რომ შეიძლება 20-25 წლის ახალგაზრდები დამოუკიდებელნი იყვნენ და საკუთარი ღირსების და სინდისის ხმით იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს განსხვავებაა ბურჭულაძეს და ახალ თაობას შორის!“ – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები